სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გაიხსენა ერთხელ სოფიკო ჭიაურელმა თავისი პირველი სიყვარული

სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი: „პირველი სიყვარული

...შესანიშნავი მხატვარი, ოჯახის მეგობარი, საუცხოო ადამიანი სოლიკო ვირსალაძე შემიყვარდა.
მე და დედა გაგრაში ვისვენებდით. მოხდა უბედურება, ბიძა გარდაგვეცვალა და ვერიკო იძულებული გახდა, ორი დღით თბილისში დაბრუნებულიყო. მე ბატონ სოლიკოსთან დამტოვა. სწორედ მაშინ "შემიყვარდა" იგი.

ამ დროს ბატონი სოლიკო ერთ-ერთი მანდილოსნით გახლდათ გატაცებული და მე ექვსი წლის ბავშვი ისეთ ეჭვიანობის სცენებს ვუწყობდი, რომ...

ერთხელ ჩემმა "შეყვარებულმა" იმ მანდილოსანს ყვავილები მიართვა. ეს, რომ დავინახე, ძალიან "გავბრაზდი". ზღვისკენ გავიქეცი და წყალში შევედი. სოლიკოზე გულმოსული მეტისმეტად შორს გავედი ზღვაში (ხუთი წლის ასაკიდან შესანიშნავად ცურავდა ქალბატონი სოფიკო. მ.კ.). ბავშვობიდან შორს, ძალიან შორს მიყვარს გაცურვა... იქ სულ სხვაა! იქ ყველაფერთან ერთიანდები...

ერთი სიტყვით, ბატონმა სოლიკომ ცურვა არ იცოდა, მახსოვს, იდგა ნავზე და მევედრებოდა, სოფიკო, გეხვეწებით, დაბრუნდით (თქვენობით მელაპარაკებოდა), ძალიან გთხოვთ, მე არ შემიძლია გამოგყვეთ...

ამის შემდეგ, ყოველ დილით, როცა ვიღვიძებდი, სასთუმალთან ვარდები მხვდებოდა.... ყოველ დღე სხვადასხვა ფერი : წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი... და ისევ თავიდან იწყებოდა ხოლმე ფერების ათვლა... რადგან ვარდებს მჩუქნიდა, ამით ვხვდებოდი, მეც, რომ მისი "შეყვარებული " ვიყავი და ისეთი ამაყი დავდიოდი... საოცარია ბავშვობა... ის სიყვარულიც საოცარი იყო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100