მერილ სტრიპის 5 ცხოვრებისეული გამონათქვამი

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ოსკაროსანი მსახიობის, მერილ სტრიპის ყველაზე ცნობილი ცხოვრებისეული გამონათქვამები:

„შრომა წარმატების გასაღებია. გსურთ რაიმის მიღწევა ცხოვრებაში? იშრომეთ თავდაუზოგავად.“

„სიყვარული, სექსი და საკვები - ეს არის ის რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება და ჰყოფნის, სხვა არც არაფერია საჭირო, ყველაფერი მარტივადაა და რატომ ართულებთ?“

„ნუ გგონიათ, რომ პოპულარობა აუცილებლობაა, აუცილებელი მხოლოდ ის გახლავთ, რომ თქვენი დედა და მამა თქვენით ამაყობდნენ.“

„სამყაროში ღმერთი ყველაფერს აბალანსებს.“

„იყო შეყვარებული, ეს არაჩვეულებრივია, მაშინ როდესაც ახალგაზრდა ხარ. ამ დროს შენ სრულიად მზად ხარ თავით გადაეშვა და არ გეშინია, რომ ფსკერზე აღმოჩნდები. ასაკთან ერთად ჩვენ უფრო ფრთხილები ვხდებით, ვხაზავთ ზღვარს, რომლის გადაკვეთის საშუალებასაც საკუთარ თავს არ ვაძლევთ, რადგან უკვე ვიცით, თუ როგორი მტკივნეულია, როდესაც რაღაც გწყინს. დროთა განმავლობაში მყარად ვარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ მოზრდილ ასაკში ძლიერი გრძნობების ადგილი არ არის, და სწორედ აქედან იწყება ნაადრევი სიბერე.“

კომენტარი