„ეშმაკთან საბრძოლველად პატარა იარაღია საჭირო. ამ იარაღს სიყვარული ჰქვია“

შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო. არც შენ, და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო. მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის

“თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ დაანებებ, ის არაფრად ღირს... სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად”

“ვისურვებდი ყველა ვყოფილიყავით ჰიპები და გვეკეთებინა იოგა, გვეცხოვრა კოტეჯებში, მოგვეწია თამბაქო, მიგვეღო ყველა ისეთი, როგორიც არის და გვესმინა არაჩვეულებრივი მუსიკისთვის. და ვისურვებდი ფულს არ ვექციეთ ისეთებად, როგორებიც ვართ. უბრალოდ ვისურვებდი რომ ახლიდან შემექმნა “საზოგადოება””

-მე ვქმნი მუსიკას, რომელიც ებრძვის იმ სტერეოტიპებს, რომლებიც გვასწავლიან თუ როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვკვდეთ.

-ერთადერთი ამბიცია მაქვს-მსურს ყველა რასის წარმომადგენელი ადამიანი ერთად და ბედნიერად ვიხილო.

-მუსიკის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ როდესაც "დაგარტყამს", არანაირ ტკივილს არ გრძნობ.

-ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრების ბედი.

-განთავისუფლდი სიძულვილისა და შურისგან და თვალი გაუსწორე რეალურ სამყაროს. გამოიღვიძე არარეალური სიზმრებიდან და იცხოვრე შენი ცხოვრებით!

-ადამიანთა ნაწილი მთელი არსებით შეიგრძნობს წვიმას. სხვები კი უბრალოდ სველდებიან.

-იმისათვის, რომ შეძლო საკუთარი ცხოვრების შეყვარება, უნდა იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელიც გიყვარს.

სიბრძნე ადამიანის უდიდესი სიმდიდრეა.

-ცხოვრებაში ყველა გულს გატკენს, მაგრამ უნდა იპოვო ის ადამიანები, რომელთათვისაც ღირს, რომ დაიტანჯო.

-ეშმაკთან საბრძოლველად პატარა იარაღია საჭირო. ამ იარაღს სიყვარული ჰქვია.

-ჯობია თავისუფლებისათვის ბრძოლაში მოკვდე, ვიდრე მთელი ცხოვრება პატიმრობაში გაატარო.

შენ მეუბნები, რომ გიყვარს წვიმა, მაგრამ წვიმიან ამინდში ქოლგით დადიხარ; მეუბნები, რომ გიყვარს მზე, მაგრამ მზიან დღეებში ჩრდილში იმალები; მეუბნები, რომ გიყვარს ქარი, მაგრამ როცა ის დაუბერავს, ფანჯარას ხურავ... ამ მიზეზთა გამო მეშინია, როცა მეუბნები, რომ გიყვარვარ.

-თავისუფალ სიტყვას თავისუფალი მსმენელი სჭირდება.

ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას... დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!”

-ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი (ამბობენ, რომ ეს ფრაზა მუსიკოსის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვებია).

კომენტარი