სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა საერთო აქვთ დავით ყიფიანს, თემურ ჩხეიძესა და ივანე ჯავახიშვილს?

ქართული ფეხბურთის ღირსეული წარმომადგენელი დავით ყიფიანი, ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი..ამ ადამიანებს 18 ნოემბერი აერთიანებთ... პირველი ორი სწორედ რომ ამ დღეს მოევლიან ქვეყნბიერებას, ივანე ჯავახიშილისთვის კი18ნოემბერი ტრაგიკული აღმოჩნდა. დიდი მეცნიერი სწორედ ამ დღეს წავიდა ამქვეყნიდან.

დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში.

1970 წელს თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, ხოლო 1971-1982წლებში – თბილისის „დინამოში“. გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში.[1]

სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 78 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში — 19 მატჩი, 7 გოლი; ევროტურნირებზე — 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს. დაიღუპა ავტოავარიაში, 2001 წლის 17 სექტემბერს.

ქართველი რეჟისორი თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე დაიბადა 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში.

965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.

1967-1970 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში.

1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი საბჭოთა კავშირისმეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება.

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას.

ივანე ჯავახიშვილი დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100