სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერდა ნოდარ დუმბაძე გალაკტიონზე

ნოდარ დუმბაძე გალაკტიონ ტაბიძის შესახებ:

"დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე - "ჩემი გალაკტიონი! "
ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან "მზიან ღამეში" აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტი...ონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)
- გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად . ."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100