სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 წლის ამერიკელმა შეყვარებულის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა

ალაბამას უნივერსიტეტის სტუდენტი ჯონ სერვატი კლასიკური ამერიკელი იყო, მაღალი, სიმპატიური, სპორტული აღნაგობის, მოცურავე და ჭეშმარიტი დასავლური ჯენტლმენი.

21 წლის სტუდენტის სიცოცხლე იმ კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა, რომელმა ტორნადოს დროს ვერ გაუძლო. ჯონი გარდაიცვალა ისე როგორც გმირი, რადგან საკუთარი სიცოცხლის ფასად მან საკუთარი შეყვარებული გადაარჩინა.

„მან ხელით ასწია ბეტონის კედელი და აკავებდა მანამ სანამ მე საშიში ზონიდან არ გამოვძვრებოდი, რის შემდეგაც კედელი ჯონს დაეცა. ჯონ სერვატი გარდაიცვალა, როგორც გმირი“ - ამბობს მისი მეგობარი გოგონა ანა.

ჯონი 2014 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა, ამ დღეს ტორნადომ 35-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100