„ვან გოგი და სიცარიელე“ და მისი ავტორი

„ვან გოგი და სიცარიელე“ - ასე ჰქვია სკულპტურას, რომელიც საფრანგეთში, სან-პოლ-დე-ვანსში, სანაპიროზე დგას. ამ და მსგავსი, საოცარი სკულპტურების ავტორი იტალიური წარმოშობის ფრანგი, ბრუნო კატალანოა. მას „მეტალში წონასწორობის“ ოსტატადაც მოიხსენიებენ.

ბრუნოს სკულპტურების შექმნის საკუთარი, განუმეორებელი ხელწერა აქვს და აბა, როგორ უნდა იხმარო სკულპტურასთან კავშირში „სიმსუბუქე“, მაგრამ ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც კატალანოს ნამუშევრებს შეესატყვისება.

51 წლის სკულპტორის ნამუშევრები დიდი მოწონებითა და მოთხოვნით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და ისინი გამოფენილია საფრანგეთის, ინგლისის, ჩინეთის, ბელგიის, შვეუცარიისა და აშშ-ის ქალაქებში.

კომენტარი