ქაცარავამ ფოლკსვაგენის ავტომობილები „დუელში გამოიწვია“

ფოლკსვაგენის ავტომობილების შესაძლებლობებში რომ დაგვერწმუნებინეთ, გადავწყვიტეთ ამაროკის და ტიგუანის გატესტვა. ეს საქმე კი ისეთ ცნობილ, ექსტრემალ და ავტო მოყვარულს  მივანდეთ, როგორიც დავით ქაცარავაა.

გასატესტად დათოს ორი  მოდელი შევურჩიეთ Tiguan-ი  და   Amarok -ი.  ეს მოდელები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, განსხვავებული იყო  დათოს შეფასებებიც:

დავით ქაცარავა: „Tiguan- ი  ქალაქის პირობებისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელია. მანქანა ძალიან მომყვებოდა, სურვილი გამიჩნდა ბოლომდე გამომეცადა. მცირე გაბარიტი, ცოტა აგრესიული დიზაინი და ამ ყველაფერთან ერთად საკმაოდ კარგი აჩქარება აქვს, რასაც სიმართლე გითხრათ 2,0 ძრავიანი ავტომობილისგან არ ველოდი და სასიამოვნოდ გავოცდი“

დათომ, Tiguan-ის მერე  Amarok-ის საჭე მოირგო. Offroud-ისა და ჯომარდობის მოყვარულმა ქაცარავამ  Amarok-ის გასატესტად ერთ-ერთი ყველაზე მიუვალი გზა შეარჩია.

დავით ქაცარავა : „Amarok-ი ბევრად დიდია, ტევადია, საბარგულშიც საკმაოდ დიდი  ტვირთის დატევა შეიძლება. უგზაობას კარგად უმკლავდება, სადაც ახლა დავდივართ ამას გზა არც ქვია ფაქტიურად და Amarok-ით მგზავრობისას ეს უგზოობა შეუმჩნეველი ხდება. თან ეს მანქანა დიზელზეა და საკმაოდ ეკონომიურია. Amarok -ით როცა მგზავრობ გერიდებიან და ეს ძაან მაგარია! „

დათო ქაცარავას ტესტ დრაივმა წარმატებით ჩაიარა, მისი თქმით Amarok-ი  საუკეთესოა პიკაპების სტილის ავტომობილებში. მეუღლეს სიამოვნებით უყიდიდა Tiguan-ს, თავისთვის კი Amarok- აირჩევდა.

ფოლკსავგენის ავტო სალონში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მივიდნენ და დაინტერესების შემთხვევაში ისარგებლონ ტესტ-დრაივით.

ფოლკსვაგენის ცენტრში სპეციალურ ფასებთან ერთად  შეგიძლიათ ისრგებლოთ უპრეცედენტო აქციით -  ავტომობილის  ძრავის ზეთის შეცვლა ხდება ყოველ 15 000 კმ-ზე, რაც საქართველოს მაშტაბით მხოლოდ ფოლკსვაგენის სერვის ცენტრშია შესაძლებელი.

იბერია ბიზნეს ჯგუფი, ფოლკსავგენის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. 

www.vw.ge T: (+995 32) 224-11-11

კომენტარი