სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვეიცარიული დანის ფორმის ჰიბრიდული ველოსიპედი

ავტომწარმოებლებმა ჰიბრიდული ველოსიპედი, „Voltitude“ შექმნეს. ეს არის ინოვაცია, რომელიც მომავალზეა გათვლილი. „Voltitude“ ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ამასთანავე ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩევა – მას შვეიცარიული დანის ფორმა აქვს.

„Voltitude“–ის შემქმნელები შვეიცარიელი ერიკ კოლომბინი და ინჟინერი ანდრე–მარსელ კოლომბინი არიან. მათ სურდათ ველოსიპედისა და მინი–მოტოციკლის შერწყმა, საბოლოოდ კი ჰიბრიდული ორსაბურავიანი ტრანსპორტი მიიღეს. მათ თავიანთი ქმნილება მსოფლიოს 13 ქვეყანაში დააპატენტეს და 5 წლის განმავლობაში მასზე ტესტირებებს ატარებდნენ.

ქალაქში სამოძრაოდ აღნიშნული ტრანსპორტი უნიკალურია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ–ია. იგი ძალიან ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ველოსიპედის გაშლა და დაკეცვაა შესაძლებელი. ამ მანევრისათვის კი მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო. ველოსიპედმა შესაძლოა „მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური ტრანსპორტის“ ტიტული მოიპოვოს. ველოსიპედი შვეიცარიაში უკვე იყიდება. ინოვაციის ავტორები საზოგადოებას პირდებიან, რომ უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი „Voltitude“–ის ონლაინ მაღაზიებში შესყიდვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100