სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„GM“ ახალ ჰიბრიდულ კროსროვერს ამზადებს

კონცერნი „General Motors“, 2012 წელს ახალი კროსროვერის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ჰიბრიდული აგრეგატით იქნება აღჭურვილი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტად როგორ მოდიფიკაციას მიიღებს სერიული მოდელი, თუმცა, სავარაუდოა, რომ ახალი მოდელი „Chevrolet Volt MPV5“-ის მსგავსი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კროსროპვერი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, 150 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავს მიიღებს. საყურადღებოა, რომ ერთი სრული უზრუნველყოფა ელექტროენერგიით, ავტომობილს საშუალებას აძლევს გაიაროს მხოლოდ 51 კილომეტრი. სწორედ ამიტომ, აგრეგატს 1,4 ლიტრიანი საწვავის ძრავიც დაუმატეს. ამ შემთხვევაში, ახალი მოდელი 482 კილომეტრის გავლას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ჭორის სტატუსს ატარებს. ამ „ჭორის“ თანახმად, ახალი მოდელი „Chevrolet Equinox“-ი მოდიფიცირებული ვარიანტი იქნება. გავრცელდა ხმები, რომ ახალი მოდელი, წინამორბედთან შედარებით, ორჯერ ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ავტომობილის პრეზენტაცია ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ სალონში, 2012 წელს არის დაგეგმილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100