ავტომობილი მოჩვენება „Saab“–ისგან

კომპანია „Saab“ სერიული წარმოებისთვის დიდ კროსოვერს ამზადებდა. სამწუხაროდ, ავტომობილმა ვერ მოახერხა მსოფლიო ავტობაზარზე გამოსვლა, რადგან პროექტი დაწყებისთანავე შეწყდა.

ერთადერთ მოგონებას აღნიშნულ ავტომობილზე, წარმოადგენს მისი ტესტური ვარიანტი, რომელიც კომპანიის მუზეუმში, შვედეთის ერთ–ერთ ქალაქში გამოიყვანეს. არაპროფესიონალიც კი შეამჩნევს გარკვეულ მსგავსებებს კარგად ცნობილ მოდელთან, „Subaru Tribeca“–სთან.

Saab 9-6X, სწორედ ასე ეწოდება ავტომობილს. ამ უკანასკნელს, კომპანიის ფინანსური პრობლემები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ სწორედ ეკონომიკურმა არასტაბილურობამ კომპანიას პროექტის შეწყვეტა აიძულა. 2005 წელს კი, კომპანია, Subaru–მაც, მას შემდეგ რაც კომპანია Toyota–სთან გააფორმა ხელშეკრულება, შეწყვიტა Saab–თან თანამშრომლობა.

კომენტარი