სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Alfa Romeo 4C ახალი ვიზუალით

საშუალო ზომის სპორტკუპეს, 4C-ს მაგივრად, Alfa Romeo-მ ამ ჯერად წარმოადგინა კონცეპტუალური მოდელი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ვიზუალით. როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, „Fluid Metal“-ის ახალი გარეგნობა ავტომობილის დინამიურობას უკეთ ასახავს. მსგავსი მახასიათებლები დიდ ინტერესს იწვევს წინამორბედებთან შედარებით.

ორადგილიანმა მოდელმა ძველებური ძალა შეინარჩუნა. მისი სიმძლავრე 200 ცხენის ძალაა. აღჭურვილია 1.75 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით.

კარბონისგან დამზადებულმა კორპუსმა ავტომობილის წონა 850 კილოგრამამდე დაიყვანა. ეს უკანასკნელი 100 კმ/სთ-ს 5 წამში ანვითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

Alfa Romeo 4C-ს წარმოების დაწყება მომდევნო სეზონზე იგეგმება. მისი ღირებულება კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100