სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საბას“ ელექტრონული წიგნების უფასო აპლიკაცია Apple Store-ზე

თიბისი ბანკის მიერ შექმნილი „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში სიახლეა: დღეიდან iPhone-ის, iPad-სა და iPod Touch-ის მფლობელებს საბას“ ელექტრონული წიგნების წაკითხვა ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ!

ამისათვის საჭიროა ჩამოტვირთოთ App Store-დან უფასო აპლიკაცია Saba Reader, პირველი შესვლისას გამოიყენოთ saba.com.ge-ზე თქვენი სახელი/პაროლი და თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, მუდმივად თან გექნებათ თქვენს iOS მოწყობილობებთან ერთად.

„საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში შექმნილი თქვენი პირადი ონლიან ბიბლიოთეკა სინქრონიზებულია Saba Reader-ის აპლიკაციასთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შეძენილი წიგნები, Saba Reader-ის აპლიკაციის საშუალებით, ავტომატურად იდება თქვენს iOS ბიბლიოთეკასთან. ანუ, თქვენ ერთხელ იძენთ წიგნს და ის თქვენთვის ყველა iOS მოწყობილობაშია ხელმისაწვდომი. მათ ჩამოსატვირთად წიგნის ყდაზე ხელის ერთხელ შეხებაა საჭირო.

Saba Reader პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!

ელექტრონული წიგნების სახლHYPERLINK "http://www.saba.com.ge/"ი HYPERLINK "http://www.saba.com.ge/"„საბა“ თიბისი ბანკმა 3 თვის შექმნა. ის საზოგადოებას სთავაზობს ასობით საუკეთესო ქართული და უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს - ლიტერატურული პრემია „საბას“ სხვა და სხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ასევე კლასიკურ ლიტერატურას და თანამედროვე ქართულ თუ უცხოურ ბესთსელერებს, ელექტრონული სახით.

saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ის, iPad-ის და iPod Touch-ით, ასევე წიგნების გარკვეული ნაწილის წაკითხვა Kindle, Sony Reader, NOOK წამკითხველებითაც შეგიძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100