სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი აგროკრედიტის პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებს

თბილისი, 01 აპრილი, 2013 - საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს აგრო ბიზნესის დაფინანსებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, პირველი ერთი წლის განმავლობაში რამოდენიმე ათეული მილიონი ლარის მოცულობის აგრო სესხის გაცემას გეგმავს.

მიმდინარე წელს, საქართველოს ბანკის აგრო პორტფელის მოცულობა უკვე გაზრდილია 6 მილიონი ლარით. ახალი პროგრამის ამოქმედებასთან ერთად პორტფელის ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

საქართველოს ბანკი ორიენტირებულია აგრო სექტორში მოქმედი ბიზნესის ხელშეწყობაზე. საქართველოს ბანკში მიღებული სესხით, აგრომეწარმე შეძლებს აგროკულტურის სათესლე და სანერგე მასალების, შხამქიმიკატების, სასოფლო სამეურნეო მასალების შეძენას, ასევე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან ახალი და გადააიარაღონ არსებული სასოფლო–სამეურნეო საწარმოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100