სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსახერხებელი შეფუთვა - მოსახერხებელი ფასი!

ნატახატრის ლუდი და ლიმონათი ბაზარზე  0,33 ლიტრიანი შეფუთვით გამოდის 

ხვალ, 6 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ-ივერიაში“ კომპანია „ნატახტარი“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზე იგი მომხარებელს მორიგ სიახლეს გააცნობს. ამიერიდან ნატახატრის ლუდი და ლიმონათი ბაზარზე  0,33 ლიტრიანი შეფუთვით გამოვა. პრესკონფერენციას წარუძღვებიან და ჟუნალისტების კითვებს უპასუხებენ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და ბრენდმენეჯერი ნინო მიქელაძე. 

ახალი შეფუთვის გამოშვება აღნიშნულ პროდუქციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ამიტომაც მათი ჩამოსხმა 0,33 ლიტრის თუნუქის შეფუთვაში გადაწყდა. შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ადგილების ზრდას, ასევე საექსპორტო ქვეყნებში პოზიციების გამყარებას. 

ნატახტარი ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანიაა და ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია. ამაზე მეტყველებს მისი აქტუალურობა და ინოვატორობა, პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. ნატახტარის პროდუქციის ექსპორტირება 16 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, კვიპროსი და სხვა. 2010 წლიდან „ნატახტარმა“ პროდუქციის გაყიდვები ესპანეთსა და თურქმენეთშიც დაიწყო. ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით, 50 პროცენტით გაიზარდა, რაც არსებული ბაზრების გაფართოებით და ახალ ბაზრებზე შესვლით აიხსნება. ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიმონათზე. მნიშვნელოვანია, რომ  საექსპორტო ბ აზრებს შორის აზერბაიჯანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ ქვეყნისთვის სპეციალური სარეკლამო სტრატეგიაც შემუშავდა. 

ნატახტარის ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. ნატახტარის ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მერვე წელია მისი რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება.  ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს. დღესდღეობის, კომპანია მომხარებელს 10 არომატის ლიმონათს სთავაზობს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100