სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია „მაკკინზი“ შემოვიდა

ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია „მაკკინზი“ შემოვიდა. საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი ჭირაქაძეს მიაჩნია, რომ „მაკკინზის“ შემოსვლა საინფორმაციო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მაკკინზი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო კომპანიაა.

პირველ ეტაპზე, კომპანიამ საინფორმაციო ბაზრისა და ტელეკომის კვლევა ჩაატარა. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში სერჯიო სანდოვალი იქნება.

„ თქვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების ამ კუთხით, სწრაფად ვითარდება, თუმცა წახალისება ნამდვილად არ აწყენს ამ სფეროს. ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, მთავრობას და ბიზნესს გავაცნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ICT ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტს აერთიანებს“ – ამბობს სანდოვალმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100