სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარფის გამშვები პუნქტის გახსნას თურქეთის პრემიერი დაესწრება

სარფის განახლებულ საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და მისი თურქი კოლეგა, რეჯებ ტაიპ ერდოღანი მაისის ბოლოს ერთობლივად გახსნიან.

თურქეთის პრემიერი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე დღით ეწვევა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სტამბულში, გაეროს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების კონფერენციაზე იქნა მიღებული. საქართველოს პრემიერი-მინისტრი ნიკა გილაური, თავის თურქ კოლეგას, თურქეთში, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შესახებ გამართული კონფერნციის დროს შეხვდა.

9 მაისს გახსნილ კონფერენციაზე, საუბარი ერდოღანსა და გილაურს შორის, ენერგეტიკულ პროექტებსა და თურქული კომპანიების მიერ, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების ჩადებასაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ოთხდღიანია და ის 13 მაისს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100