სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Kodak–მა Apple–ს სასამართლო პროცესი მოუგო

აშშ–ის საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის მოსამართლემ, კომპანია Eastman Kodak–ი უდანაშაულოდ სცნო Apple–ის პატენტების დარღვევაში.

დადგენილებას ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ 19 სექტემბერს მას კომისიის ხელმძღვანელობა დაამტკიცებს.

Apple–მა საპატენტო სარჩელი Kodak–ის წინააღმდეგ 2010 წლის აპრილში შეიტანა. მასში Apple–ი ფოტოაპარატების მწარმოებელს მისი ორი პატენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, რომლებიც ციფრულ კამერებში გამოსახულების დამუშავების მეთოდებს ეხება.

2010 წლის თებერვალში კი Kodak–მა თავად მიმართა სასამართლოს საჩივრით Apple–სა და Research in Motion–ის წინააღმდეგ. როგორც კომპანიაში განმარტავდნენ, Apple და Research in Motion–ი კანონდარღვევით იყენებდნენ სმარტფონებში iPhone–სა და BlackBerry–ში მის მიერ დაპატენტებულ ტექნოლოგიებს. ამ საკითხზე დადგენილება კომისიამ 23 მაისს უნდა გამოიტანოს.

ანალოგიური საპატენტო პროცესები სასამართლოში Kodak–ს LG–სა და Samsung–თანაც ჰქონდა. ორივე კომპანია დათანხმდა Kodak–ისთვის მისი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის გარკვეული თანხის გადახდას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100