სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსის მთავრობამ ეკონომიკაში არსებული პრობლემების გაშუქება აკრძალა

ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე წერა აეკრძალათ. პრეზიდენტ ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ სახელმწიფო გამომცემლობების მთავარი რედაქტორებისთვის სპეციალური იდეოლოგიური სემინარი ჩაატარა, რომელზეც ჟურნალისტებს ურჩიეს, ვალუტის კურსის, ფასების ზრდისა და უმუშევრობის თემებზე აღარ დაეწერათ.

სემინარის მიზეზი ბელორუსის სტატისტიკური კომიტეტის ხელმძღვანელის სტატია გახდა, რომლის თანახმადაც ირკვეოდა, რომ სავალუტო კრიზისის შედეგად, ძირითადად კერძო ბიზნესში დასაქმებულმა 600 ათასმა მოქალაქემ მუშაობა შეაჩერა. ვალუტის უკმარისობის შედეგად კი ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროდუქციის შემოტანა შეიზღუდა.

ბელორუსში სავალუტო კრიზისი 2011 წლის დასაწყისიდან დაიწყო. მოსახლეობა რუბლის დევალვაციის შიშით აქტიურად ყიდულობდა უცხოურ ვალუტას. ხელისუფლება კი იძულებული გახდა, ვალუტაზე მოთხოვნის შესამცირებლად სახელმწიფო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეხარჯა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ ვითარებას ხელი საინფორმაციო საშუალებებმა შეუწყეს.

ბელორუსი სავალუტო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციას რუსეთისგან 3 მილიარდის კრედიტის მიღების შედეგად ვარაუდობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100