დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „დარიალი ენერჯის“ შორის, დღეს მდინარე თერგზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დარიალის ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 109 მვტ იქნება, მისი მშენებლობა 2011 წლის ბოლოს დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება.

„დარიალი ენერჯი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 135 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა განმარტა, „დარიელი ენერჯიში“ შემავალი კომპანია „რობინსი“ სპეციალური გვირაბგამყვანი მანქანების მწარმოებელია და თავად „რობინსი“ გაიყანს გვირაბს, რაც ჰიდროელექტროსაგურის ექსპლუატაციაში შეყვანისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ხეთაგურის თქმით, შემუშავებული ელეტროენერგიის ექსპორტი, ზაფხულში, თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელდება.

კომენტარი