„ფუდპანდა ჯორჯია“ და „საბვეი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი ფუდპანდა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. ფუდპანდას ბიზნეს მოდელს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველდღიურად იზრდება მათი პარტნიორთა რიცხვი და კომპანია მომხმარებელს სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

პარასკევს, 11 ივლისს, 17:00 საათზე საბვეის საქართველოს ოფისში (მის: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1, სპორტის სასახლესთან) „ფუდპანდა ჯორჯიასა“ და „საბვეის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც საბვეის სერვისი სრულად გახდება ხელმისაწვდომი ფუდპანდა ჯორჯიას მომხმარებლებისთვის.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ “ფუდპანდა ჯორჯიას” დირექტორი, გიორგი ქერქაძე და „საბვეის“ წარმომადგენელი, გიორგი ჯინჭველაშვილი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე დაესწრება ფუდპანდას რეგიონალური დირექტორი, პაველ ნეტრება.

მემორანდუმი „საბვეისა“ და „ფუდპანდა ჯორჯიას“ კონკრეტულ პარტნიორულ ურთიერთობებს ითვალისწნებს, რის შედეგადაც „ფუდპანდა ჯორჯიას“ მომხმარებლები შეძლებენ „საბვეის“ საკვები ვებ გვერდის - www.foodpanda.ge ან აპლიკაციის საშალებით შეუკვეთონ. „ფუდპანდას“ აპლიკაცია მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებულ სქემას მოიცავს, რითაც მომხმარებლები კომფორტულად და სწრაფად შეძლებენ „საბვეის“ სხვადსხვა შემადგენლობის სენდვიჩების სისტემაში აწყობას და სასურველი შეკვეთის განხორციელებას.

„საბვეის" ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი სენდვიჩების რესტორნების მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს. იგი საქართველოს 2013 წლის ნოემბერში ეწვია. „საბვეის“ პირველი რესტორანი საქართველოში ჭავჭავაძის გამზირზე N19 - ში გაიხსნა, ამას მოჰყვა მეორე რესტორნის განხსნა 26 მაისის მოედანზე,მესამე რესტორნის გახსნა კი 2014 წლის ივნისის თვეში თავისუფლების მოედანზე იგეგმება. მომავალში “საბვეის” რესტორნები თბილისის თითქმის ყველა უბანში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიხსნება.

„ფუდპანდა ჯორჯია“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და „ფუდპანდას“ განახლებული სმარტფონის აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია.

გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. აღნიშნული სერვისის მიზანია, დააკმაყოფილოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. თითქმის ყველა რესტორანს გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისი, ფუდპანდა კი აერთიანებს ამ რესტორნების შემოთავაზებებს ერთ ინტერნეტ სივრცეში და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლებს მარტივად და სწრაფად მოახდინოს საკვების არჩევა და შეკვეთა!

ფუდპანდა (foodpanda), ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება “ფუდპანდა ჯორჯიას“ სახელით დაიწყო. “ფუდპანდა ჯორჯია“ გერმანული კომპანია შპს „ფუდპანდას““ შვილობილია. მისი სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. “ფუდპანდას“ დამფუძნებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორი - „როკეტ ინტერნეტი“ (Rocket Internet) რომლის პორტფოლიოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ წარმატებულ ონლაინ ბიზნესს მოიცავს.

კომენტარი