მინიფონდის მესამე სეზონზე კვლავ 4 პროექტი დაფინანსდა

ევროპული ბრენდი „მინიკრედიტი“ მესამე სეზონია ახორციელებს სოციალურ პროექტ „მინიფონდს“, რომლის ფარგლებშიც უკვე 12 პროექტი დაფინანსდა.

მიმდინარე სეზონზე მონაწილეობას საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები იღებდა. გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: მშვილდოსნობის განვითარება საქართველოში, ექსტრემალური ძალოსნობის განვითარება, მჯდომარე ფრენბურთის განვითარება საქართველოში, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის კვლევა-რესტავრაცია.

„მინიფონდი“ ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ადამიანების იდეების ფინანსურ მხარდაჭერაზე, მათი პირადი ან პროფესიული განვითარებისაკენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: განათლება, კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და ასევე გარემოს კეთილმოწყობა.

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა:

- უნდა გაიარონ რეგისტრაცია საიტზე www.Mini-Fund.ge

- გადაიღონ და ატვირთონ ვიდეორგოლი იდეის შესახებ

- დააგროვონ ხმების მაქსიმალური რაოდენობა

- მიიღონ 2500 ლარამდე დაფინანსება საჩუქრად.

ორგანიზატორების მიზანია პროექტების დაფინანსება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. შესაბამისად, მომხმარებლების პროექტებს ხმას აძლევს არა მინიფონდი, არამედ ხალხი.

უკვე განხორციელებული პროექტების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.Mini-Fund.ge.

არ გაუშვათ რეალური შანსი თქვენც მიიღოთ „მინიფონდის“ დაფინანსება.

კომენტარი