სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზაფხულო აქცია „ელექტრონიკაში“ - მაცივრებსა და კონდიციონერებზე

საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ელექტრონიკა“ ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად გთავაზობთ მასშტაბურ აქციებს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე - ქსელში არსებულ ნებისმიერ მაცივარსა და Kelon-ის ბრენდის კონდიციონერებზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს არჩევანი გააკეთოს ისეთი წამყვანი ბრენდებიდან, როგორიც არის: HotPoint Ariston, Indesit, Bosch, Samsung, Electrolux, Zanussi, Hitachi რომელთა ფასებიც მერყეობს 400 ლარიდან 3099 ლარამდე. არჩევანის გაკეთების შემდგომ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს განვადების მოქნილი პირობებით 6 თვიდან 36 თვემდე. „ელექტრონიკას“ მაღაზიათა ქსელი გაძლევთ საშუალებას შეიქმნათ კომფორტული გარემო თქვენს სამზარეულოში და გარკვეული სახის მოდელის მაცივრის ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელს გადაეცემა Klidge-ს ფირმის 61სმ დიაგონალის მქონდე Full HD გამოსახულების LED ტელევიზორი საჩუქრად.

შედარებით ხელმისაწვდომი ღირებულების მაცივრებზე მოქმედებს ე.წ. თანხის უკან დაბრუნების აქცია, როდესაც მომხმარებელს უბრუნდება დახარჯული თანხის 10%, რომლის განაღდებაც შესაძლებელია “ელექტრონიკას” ქსელის ნებისმიერ ფილიალში.

აქცია მაცივრებზე მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით „ელექტრონიკას“ 16 მაღაზიაში.

კონდიციონერებზე აქცია მოქმედებს მხოლოდ თბილისის ფილიალებში. Kelon-ის ბრენდის ნებისმიერი კონდიციონერის შეძენის შემთხვევაში, რომელთა ფასები მერყეობს 599 ლარიდან 1199ლარამდე, მომხმარებელი ისარგებლებს უფასო მონტაჟის სერვისით.

მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს აქციებით ისარგებლოს სახლიდან გაუსვლელად „ელექტრონიკას“ ინტერნეტ მაღაზიაში http://www.electronika.ge. შეკვეთის შემთხვევაში თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100