სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკუთარ ფილიალებში რიგების კიდევ უფრო შესამცირებლად ლიბერთი ბანკმა თვითმომსახურების ტერმინალები განათავსა

ლიბერთი ბანკი აგრძელებს ელექტრონული არხების განვითარებას და დღეიდან ყველა სერვის ცენტრში განთავსებული 200-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალით უკვე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ყველა ანგარიშის შევსება, სესხების დაფარვა და სხვადასხვა კომუნალური გადასახადების გადახდა.

ასეთი მომსახურება კიდევ უფრო შეამცირებს ოპერატორებთან განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობას და მოახდენს ფილიალების დამატებით განტვირთვას. ცნობისათვის, ტრანზაქციების 60%-ზე მეტი უკვე დისტანციური არხებით ხორციელდება.

ტერმინალების საშუალებით მობილური ბალანსის შევსება, ანგარიშებზე თანხის შეტანა და სესხების დაფარვა დამატებითი საკომისიოს გარეშე მოხდება, ხოლო სხვა კომუნალური გადასახადების დაფარვის საკომისიო იდენტურია ოპერატორებთან განხორციელებული ტრანზაქციებისა.

2014 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ლიბერთი ბანკის ანგარიშის შევსებისა და სესხების დაფარვის მომსახურების გავრცობა ასევე მოხდება ‘ნოვა ტექნოლოჯის’ 4,000-მდე ტერმინალზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100