ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

თბილისი, 16 ოქტომბერი, 2014 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირებას სთავაზობს. მომხმარებელს, რომელსაც სხვა ბანკში აქვს ბიზნესსესხი და დროულად იხდის ყოველთვიურ შენატანს, შესაძლებლობა აქვს უმოკლეს ვადაში და ზედმეტი პროცედურების გარეშე დაპორტირდეს საქართველოს ბანკში, მიიღოს ინდივიდუალური პირობა ბიზნესესხზე და 3 თვემდე სესხის პროცენტი საჩუქრად.

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირებით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც სურთ გაისტუმრონ სხვა ვალდებულებები, დააფინანსონ საბრუნავი ან ძირითადი საშუალებები, შეიძინონ უძრავი ქონება, განახორციელონ სარემონტო სამუშაოები, დაფარონ ბიზნესის მიმდინარე ხარჯები, მოაგვარონ პირადი სამომხმარებლო მიზნები, ან ისარგებლონ ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაციით. ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 200–დან 800,000 აშშ დოლარამდე, 10 წლამდე ვადით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.portireba.ge

###

კომენტარი