სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზედაზენი“ - „ჟურნალისტების რჩეული“ წლის კომპანია

ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში” ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებულ კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების XV საიუბილეო ცერემონია გაიმართა.

“ჯორჯიან თაიმსის” და “გორბის” ხელმძღვანელებმა, მალხაზ გულაშვილმა და მერაბ ფაჩულიამ, 2013 წელს სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი საუკეთესო კომპანიები კვლევების პირობები, შედეგები და წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი გამოავლინეს.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა. წლის „ხარისხის ნიშანი, ახალი ტექნოლოგიები და ეფექტიანი მარკეტინგი“ და წლის „ჟურნალისტების რჩეული“.

„მადლობა ვუხდი ყველა ჟურნალისტს, ვინც მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში და თავის დამოკიდებულება ასე გამოხატა ჩვენი კომპანიის მიმართ“ - განაცხადა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუმა მიქაცაძემ. მისივე თქმით აღნიშნული სახის ღონისძებები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ბიზნესისთვის და სასიხარულოა, როცა ერთდროულად კომპანია ორ ნომინაციაში ხდება გამარჯვებული.

პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დაახლოება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100