სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაბეღლავის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი "მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული“ დასრულდა

14 ნოემბერს, 17:00 საათზე რესტორან Loft-ში (მის: მოსაშვილის 11 ) „ნაბეღლავი“ ფოტოკონკურსში „მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული“ “ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებით ოფიციალურად დააჯილდოვებს.

შეგახსენებთ, კონკურსი "მიქსტერია" - გააგრძელე ზაფხული! 3 კვირის განმავლობაში, „ნაბეღლავის“ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე მიმდინარეობდა. „გამოიყენე ნაბეღლავის მინერალური წყალი თქვენთვის სასურველი კოქტეილის მომზადებისას, გადაუღე ლამაზად გაფორმებული ფოტო, გამოგვიგზავნე და დაელოდე გამარჯვებას!“ - ეს იყო ის მარტივი მოთხვნა, რომელიც კომპანიამ მონაწილეებს დაუწესა.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ ვისაც კრეატიული ხედვები და განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი გააჩნდათ „წყალი მარგებელმა“ ნიჭისა და შემოქმედობითობის გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.

კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, თავისი ხედვებისა და ფანტაზიის შესაბამისად შექმნილი კოქტეილის ფოტო გამოეგზავნათ, რომლის აუცილებელი ინგრენდიენტიც ნაბეღლავის მინერალური წყალი იქნებოდა. საბოლოოდ 3 კვირიანი შეჯიბრის შედეგად კონკურსში 36 მდე ნამუშევარი შემოვიდა, მათგან კი ჟიურის მოწონება ოთო გორდელაძისა და ზურაბ ლოლაძის ნამუშევრებმა დაიმსახურეს.

ფოტოკონკურსი წამახალისებელ სახეს ატარებდა, „ნაბეღლავიაქამდეც ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბარმენების მიერ კოქტეილების მომზადების პროცესში და გადავწყვიტეთ ამ ყველაფერში ჩვენი პროდუქციის რიგითი მომხმარებლებიც ჩაგვერთო. ყველას თავისი გემოვნების მიხედვით შეეძლო გამოეყენებინა მინერალური წყალი და შესაბამისად კრეატიულად გაფორმებული ფოტო გამოეგზავნა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გვინდა კომპანიის სახელით გამარჯვებულებს მივულოცოთ, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ კონკურსში მონაწილებისთვის, „ნაბეღლავიმომავალშიც აუცილებლად ჩაატარებს სხვა მსგავსი სახის კონკურსებს, რომლებსაც უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება, - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100