ფუდპანდა პარტნიორ კომპანიებთან ერთად კიდევ ბევრ სიახლეს გვპირდება

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. განსაკუთრებით კი, როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს - წვიმს, ქარია, თოვს... და როდესაც გარეთ გასვლა გეზარებათ და გსურთ რამე გემრიელი და სასიამოვნო კერძი მიირთვათ შინიდან გაუსვლელად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს.

„ძალიან მომწონს ეს სერვისი. განსაკუთრებით როცა ამინდი ხელს არ გიწყობს ან მეგობრები მოულოდნელად დაგაგდნენ თავს. ფუდპანდა საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე შენს გვერდითაა. მას ალტერნატივა არ გააჩნია,“ - აღნიშნავენ სერვისით კმაყოფილი მომხმარებლები.

ფუდპანდა პარტნიორ კომპანიებთან ერთად კიდევ ბევრ სიახლეს გვპირდება. კომპანია უყურადღებოდ არავის ტოვებს, ის ყველა გემოვნების მომხარებელს აკმაყოფილებს. ზაფხულში, უყურადღებოდ, არც ფეხბურთის გულშემატკივრები დატოვა. ივენთ ჰოლში , ფეხბურთის თამაშის დროს მისულ გულშემტკვირებს საინტერესო აქცია მოუწყო. ყველა სტუმარს საჩუქრად სპეციალური „პანდა ვაუჩერები“ გადაეცათ, რაც ონლაინ შეკევთას კიდევ უფრო წამახალისებელს ხდიდა.

21 ოქტომბერს, „საკვების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით „ფუდპანდამ“ ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების გარდა, სოციალურ აქციაში მონაწილეობაც შესთავაზა სახელწოდებით „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით!“ ფუდპანდა დაეხმარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს შემდეგი პროდუქტებით: კარტოფილი, ბრინჯი, შაქარი, პური, ფქვილი.

17 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში „ფუდპანდამ“ საკვების ონლაინ შეკვეთის სერვისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და ჯეოსელის და ლაილაის აბონენტს სიახლე შესთავაზა. ის ვინც კერძს www.foodpanda.ge- ზე შეუკვეთავდა, სატელეფონო ანგარიშზე საჩუქრად 5 ლარი ერიცხებოდა.

„ფუდპანდა მომავალშიც გეგმავს აღნიშნული ტიპის ერთობლივი აქციების ჩატარებას წამყვან ქართულ კომპანიებთან ერთად და ჩვენი მომხმარებელი მუდმივად იქნება განებივრებული სხვადასხვა ტიპის დამატებითი ბენეფიტებით. ასე რომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს თვალი ადევნონ ჩვენს სიახლეებს, „ - განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

გერმანულმა ბრენდმაფუდპანდამქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. „დღესდღეობითფუდპანდასპარტნიორთა რიცხვში 60 მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

2014 წლის 17 ნოემბრიდანფუდპანდაბათუმში გაფართოვდა!

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდასსათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარი