სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი მამალაძე: „სოფო კილასონია არის ხელოვნებათმცოდენე და ჯობია ილაპარაკოს ძეგლზე“

გუშინ, ოქროს მომპოვებელ კომპანია „არემჯი“-ს 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

კაზრეთელი მუშები, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს თხოვდნენ პირად კონტროლზე აეყვანათ კომპანია RMG ირგვლივა ატეხილი ამბები, რასაც შესაძლოა კომბინატის გაჩერება, 3000 ადმიანის უმუშევარად დარჩენა და 3000 ოჯახის ულუკმაპუროდ დატოვება მოჰყეს.

კაზრეთელი მუშები კომპანიის ირგვლის ატეხილ აჟიოტაჟს საყდრისის გადარჩენის კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს აბარლებდნენ.

იმ დროს როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ, საყდრისის ერთ-ერთი მცველი სოფო კილასონია კაზრეთელი მუშების საპროტესტო აქციას სოციალური ქსელ ფეისბუქში გამოეხმაურია, სადა იგი წერს:

„ყურადღება ! ყურადღება ! დღეს, კომპანია RMG -მ თბილისში ჩამოიყვანა საკუთარი თანამშრომლები და უმუშევრობის თემით ღიად დაიწყო სპეკულაცია.

გადაფარავს თუ არა ამით კანონდარღვევებს და დანაშაულთა სერიას, კომპანია? ხელისუფლების გადასაწყვეტია პრობლემას პოლიტიკური თამაშებისთვის გამოიყენებს და პრეზიდენტზე ამ ფორმით კიდევ ერთხელ განახორციელებს შეტევას, თუ არ გააკეთებს ამას. ფაქტია, რომ კაზრეთელებს ატყუებენ !

... ცოტა ხანში "არაგრანტისმჭამელი" არასამთავრობოები ვმართავ პრესკონფერენციას. სადაც ასევე წარმოვადგენთ ჩვენს ხელთ არსებულ ახალ დოკუმენტაციას კომპანიის მიერ კანონდარღვევების შესახებ, რომლებიც აქამდე ხელთ არ გვქონდა“

მოგვიანებით, საყდრისის მცველის სოფო კილასონიას მიერ კაზრეთელი მუშების საპროტესტო აქციის შეფასებაზე, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ გააკეთა კომენტარი.

იგი კილოსანიას შეფასებას ემიჯნება და აცხადებს: „საყდრისის გადარჩენის კომიტეტი არ იზიარებს აზრს, კომპანია გაჩერდეს ან ადამიანებმა სამსახური დაკარგონ“.

კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ „ჩვენ ვიცავთ კულტურლურ მემკვიდრეობას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კომპანია გაჩერდეს და კონფრონტაციაში არ შევალთ იმ გაუბედურებულ ხალხთან, ვინც იქ არის დასაქმებული, რომლებისც 2 კაპიკს იღებენ და ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი.

საყდრისის თემა რისთვისაც არ უნდა იყოს გამოყენებული, ჩვენ მათ არ დავუპირიდპირდებით. ვემიჯნებით იმ აზრს, რომ გაჩერდეს კომბინატი ან დაიხუროს კომპანია. ჩვენ ვიცავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სხვა დანარჩენ პროცესებში არ ვერთვებით.

არცერთ პოლიტიკური ძალას, რომელიც ცდილობს, ეს პროცესი გახადოს მართული ამის უფლებას არავის მივცემთ და შევეწინააღმდეგებით.

კითხვაზე, ერთ-ერთი საყდრისის მცველი, სოფო კილასონია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ „თანამშრომლების გათავისუფლება მხოლოდ ადამიანების მძიმე სოციალური პირობებით ვაჭრობას გავს. მაგრამ ასეთ პირობებშია ნახევარზე მეტი საქართველო... კომპანია იყენებს თანამშრომლებს რომ გადარჩეს“.

„სოფო კილასონია არის ხელოვნებათმცოდენე და ჯობია ილაპარაკოს ძეგლზე და მის სტატუსზე. თუ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის გარეშე ან შეუთანხმებლად ვინმე გამართავს აქციებს, ის იქნება მართული“. - განაცხადა მამალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100