„ჩვენ წყლის ლუდად გადაქცევა შეგვიძლია“

კომპანია „კასტელ - საქართველოში“ გამართული „მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში ლუდის მწარმოებლებმა აქციზის ზრდის გამო პროტესტი კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

მწარმოებლების განცხადებით, 2010 წელს ლუდზე აქციზის მომატებამ, ლუდის ადგილობრივი ბაზრის ზრდა დაამუხრუჭა, რა შედეგებს მოიტანს აქციზის ზრდის ეს მცდელობა არავინ იცის - „ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის, წყალის, ლუდად გადაქცევა შეგვიძლია. ჩვენ ხელისფულებისაგან წარმოების ხელისშეწყობას და პროგნოზირებად გარემოს ველით და არა მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა "ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

„ღვინის მწარმოებლებს თეთრი შურით ვუცქერთ. ღვინის მწარმოებლებს გადასახადებიდან მაქსიმალურად ათავისუფლებენ, ჩვენ კი პირიქით მაქსიმალურად გვბეგრავენ“ - განაცხადა „კასტელ - საქართველოს“ ფინანსურმა დირექტორმა ნიკა მესტვირიშვილმა.

კომენტარი