საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს სასაუბრო დროს

თბილისი, 18 მარტი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებაზე, აქციის შეთავაზების შესახებ. 15 ივნისამდე, საქართველოს ბანკში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 5 ლარის სასაუბრო დროს. აქციაში მონაწილეობისთვის, ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი. მობილურის ბალანსი მომხმარებელს ავტომატურად შეევსება, მესამე გაგზავნილი ან მიღებული გზავნილის განხორციელებიდან.

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს, მსოფლიოს ყველა მიამრთულებით. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება სერვისცენტრის გარდა, სატელეფონო ცენტრის, ბანკომატის და epay-ის ონლაინ გადახდების ვებგვერდის, მეშვეობით შეუძლია. ამასთან, მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოგზავნილი თანხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gzavnilebi.ge

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 35.5%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.9%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.5%) მიხედვით (2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 523 ბანკომატისა და 2,239 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი