სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Europe-bet.com - საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი გახდა

*** თბილისში, 2015 წლის 14 აპრილს, 13:00 საათზე, Europe-bet.com - სა და კლუბ „ტორპედო ქუთაისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე Europe-bet.com 1 წლის განმავლობაში კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გენერალური სპონსორი გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერა და გაიმართა პრესკონფერენცია.

*** Europe-Bet.com -ის დაარსების დღიდან, კომპანია საქართველოს ბაზარზე იკავებს წამყვან პოზიციას ბუკმეკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. იგი ძირითად აქცენტს სანდოობაზე და მომსახურების კომფორტზე აკეტებს. ამის შედეგია, რომ 5 წლის განმავლობაში კომპანია სტაბილურად იზრდება და წარმატებული ინიციატივებით გამოირჩევა. მუდმივმა განვითარებამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე ძლიერი ბრენდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

*** Europe-Bet.com -ის ძირითადი ფასეულობა იყო და რჩება სპორტის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში. კომპანია 2010 წლიდან მხარს უჭერს და ასპონსორებს სპორტის სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გუნდებს, მათ შორის: ბილიარდის ფედერაცია; საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია; საფეხბურთო კლუბი საბურთალო. ამ სიას ახლა უკვე დაემატა საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“.

*** ქუთაისის ტორპედო 2014-2015 წლების ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდია. ბოლო რამდენიმე ტურის შედეგების მიხედვით გუნდმა მე-13 ე ადგილიდან მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა. მიმდინარეობს გუნდის გადახალისება, გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი მენეჯმენტი, რაც გვაძლევს იმედს და საშუალებას, მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. Europe-Bet.com -ის მიერ შეტანილი წვლილი მისაბაძი მაგალითია ქართული ფეხბურთის თანადგომისა და განვითარების საქმეში“. - აღნიშნავს კლუბის დირექტორი, ბატონი დავით ფრუიძე.

*** პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: Europe-Bet.com-ის გენერალური დირექტორი - მაია კოპინაძე, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი გვენეტაძე; ქალაქ ქუთაისის მერის პირველი მოადგილე და კლუბის საპატიო პრეზიდენტი - ნოდარ მიქიაშვილი; გუნდის მთავარი მწვრთნელი - გიორგი დარასელია და ქუთაისის ტორპედოს დირექტორი - დავით ფრუძე

*** შეხვედრა გაიმართა 2015 წლის 14 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ-ბლუ ივერიაში“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100