სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„RMG ჯგუფის“ თანამშრომლები და საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საყდრისის საბადოზე მისულ კომიტეტის წევრებს ნინო ბურჭულაძესა და დავით გულბანს „RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხალხის მტრები და სააკაშვილისგან დაფინანსებულები უწოდეს, რასად დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ კომიტეტის წევრებს საბადოსთვის თავი დაენებებინათ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილისგან დაფინანსებულები უწოდეს. თავის მხრივ, კომიტეტის წევრები აცხადებდნენ, რომ საყდრისის საბადო კულტურული ძეგლია და მისი დაცვა ყველა ადამიანის ვალია.

დაპირისპირება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ნინო ბურჭულაძემ და დავით გულბანმა ტერიტორია დატოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100