დაფიქრდით სანამ ინტერნეტში ფასდაკლების კუპონს შეიძენთ, რადგან...

sale-ების ბაზარი საქართველოში... სანდო თუ მატყუარა შეთავაზება საქართველოს მოსახლეობას?

იციან თუ არა საერთოდ sale-ის განმარტება საქართველოში და რამდენად შეესაბამება ფასდაკლების საიტებზე აღნიშნული ფასდაკლება სიმართლეს? სწორედ ამის გარკვევას შევეცადეთ და ყველა იმ კომპანიას, დაწესებულებას,რესტორანს სალონსა თუ მედ-ცენტრს დავუკავშირდით, რომელთა „გაბერილი“ ფასდაკლებები ასე იქცევენ საზოგადოების ყურადღებას... შედეგი სავალალო აღმოჩნდა:

1.სენსაციური ფასდაკლება ეპილაციაზე კლინისგან Green MED: (ქვემოთ იხ: პირველი ფოტო)

აღნიშნულ მედ-ცენტრში დარეკვისას, გვეუბნებიან რომ ფეხების ეპილაცია 50 ლარი ღირს, არავითარ ფასდაკლებას არ ახსენებენ და 250 ლარის შესახებაც რათქმაუნდა არაფერი იციან...

ასევე სხვა ზონის ეპილაციაზეც ზუსტად ფასდაკლებულ თანხას გეუბნებიან, და არა იმ გაბერილ ფასებს რაც თითქოს ფასდაკლებამდე ღირდა ეპილაცია.

ესეც პირველი მაგალითი ჩვენი სანდო „sale-ინდუსტრიისა“

2."body image”-ში სოლარიუმის 50 წუთიანი აბონომენტი 100 ლარის ნაცვლად 35 ლარად (მესამე ფოტო)

აღნიშნულ სილამაზის ცენტრში დარეკვისას ვიკითხეთ თუ რა ღირს ერთი წუთი სოლარიუმზე, გვითხრეს რომ 2 ლარი, ასევე მოგვახსენეს ფასდაკლების შესახებაც, რომელშიც 50 წუთი შედის, და რომელიც 35 ლარი ღირს 100 ლარის ნაცვლად. Body image-ში ამ მხრივ ყველაფერი ისე იყო, როგორც „ჯანმრთელ“ sale-მომსახურებას შეეფერება.

3. „სომბრე ან შატუში“ სილამაზის სალონი „შარმი“90 ლარის ნაცვლად 23 ლარად(იხ: მე-4 ფოტო)

სილამაზის სალონი „შარმი“ მომხმარებელს 74 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს...სალონში აცხადებენ, რომ ფასდაკლების გარეშე თმის ამ სახის მელირებების გაკეტება 50 ლარი ჯდება...თუმცა აღნიშნულ აქციაში 40 ლარით გაბერილი ფასია მითითებული.

4. 2 პროგრამა ერთი აბონომენტით და 100 ლარის ნაცვლად 45 ლარი fitness studio ზუმბაში...(იხ: მე-5 ფოტო)

fitness studio -ში აცხადებენ რომ ფასდაკლება აქვთ და არ იციან ეს როდემდე გაგრძელდება. კითხვაზე თუ რა ღირს ფასდაკლების გარეშე ფიტნესის ღირებულება გვეუბნებიან რომ 70 ლარი. აქაც გაბერილ ფასს აქვს ადგილი, რადგანაც 70 ლარის ნაცვლად 100 ლარია მითითებული და ამით მომხმარებელს ჰგონია რომ უფრო დიდი დანაზოგს აკეთებს, სინამდვილეში კი მცირე ტყუილს თითქმის ყოველთვის, ისე როგორც ამ შემთხვევაში, აქვს ადგილი.

5. ანტიცელულიტური, სხეულის საკორექციო მასაჟის 5 პროცედურა + 8 ვიზიტი ტრენაჟორებზე 165 ლარის ნაცვლად 59 ლარად (იხ: მე-6 ფოტო)

ანტიცელულიტური, სხეულის საკორექციო მასაჟის 5 პროცედურა + 8 ვიზიტი ტრენაჟორებზე, მართლაც გრანდიოზული ფასდაკლებით აღმოჩნდა, თუმცა ფასში ცდომილება მაინც აღმოვაჩინეთ...რადგან 1 მასაჟის ღირებულება ფასდაკლების გარეშე 18 ლარს შეადგენს, სატრენაჟორო დარბაზის 8 ვიზიტი კი ჯამში 50 ლარი ჯდება... 5x18=90 იქაც 50 ლარი, ჯამში 140 ლარს შეადგენს...მითითებული 165 ლარი კი 25 ლარით გაბერილ ფასს შეადგენს. რაც ასევე არამართებული ფასია.

6. სალონი „პოდიუმის შეთავაზება და ბიო ეპილაცია 285 ლარის ნაცვლად 55 ლარად( იხ: ბოლო ფოტო)

აღნიშნულ სალონში დასახელებული 285 ლარი არანაირი სახის ეპილაცია არ ღირს...დარეკვის დროს გვითხრეს რომ იმ ზონის ეპილაცია რასაც 285 ლარი აწერია, სინამდვილეში 65 ლარი ჯდება.ანუ გამოდის რომ მხოლოდ 10 ლარია ფასდაკლებული და არანაირი 81 % არ არის შეღავათი.

აღნიშნულ სიაში რესტორნური ქსელის დაწესებულებები ნაკლებად მოხვდა, იმ მიზეზით, რომ მათ შედარებით ესმით sale-სერვისი და აღნიშნული ფასდაკლებები მათ შძემთხვევაში ძირიტადად მართლდება.პრობლემები ძირითადად სალონურ, თავის მოვლის და ესთეტიკურ სერვის-ცენტრებშია. ჩვენმა ჟურნალისტურმა სტატიამ, რომელსაც ძირითადად კვლევის სახე აქვს აჩვენა რომ საქართველო ფასადაკლების საკითხებში გვატყუებს და მათი გაბერილი ფასდაკლებები სინამდვილეს არ შეესაბამება.

კომენტარი