სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვირტუალური სავაჭრო გამოფენები და სავაჭრო კავშირები“.

სასტუმრო „ძველ თბილისში“, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ინიციატივით შედგა შეხვედრა ქართველ მეწარმეებთნ.

ეს იყო რიგით მეორე შეხვედრა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვირტუალური სავაჭრო გამოფენები და სავაჭრო კავშირები“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი და მოლდოვა) ვირტუალურ სავაჭრო სივრცეში პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მის პიარსა და რეკლამას, საექსპორტო პროდუქციის წილის ზრდას.

ტრენინგს ესწრებოდნენ: ლუდსახარში „ზედაზენის“, ღვინის კომპანია „ბაგრატიონის, შპს „სუნელის“, რძის პროდუქტების საწარმო „სანტე“-ს და სხვა ქართული საწარმოების წარმომადგენლები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მეწარმეებისთვის დაწვრილებით აეხსნა და გაეცნო მიმდინარე პროეტის რიგით მეხუთე ღონისძიებაში მათი ჩართულობის სარგებლიანობა. მათთვის გასაცნობად წარმოდგენილი იქნა ვებ-საიტი (http://interexpo2015.virtualfairs.eu/), სადაც უშუალოდ ხდება თითოეული საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის ატვირთვა ვირტუალურ სივრცეში. ასეთი სახის ვირტუალური გამოფენების (ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით) არსებობა მეტად ხელსაყრელი და მოსახერხებელი საშუალებაა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების დასამყარებლად და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.

მეწარმეებმა, პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს. მათი აზრით პროექტი ხელს შეუწყობს საწარმოების შემდგომ პოპულარიზაციას, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციაღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ბაზარზე.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის 2007-2013 ფარგლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100