სრულიად ახალი Express Card-ი ახლა უკვე საკრედიტო ფუნქციით და საჩუქრად 1000 Express ბონუს ქულა

თბილისი, 1 ივლისი, 2015 – Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, მომხმარებელს Express Card-ზე სრულიად ახალ ფუნქციას - საკრედიტო ლიმიტს სთავაზობს. მომხმარებელს Express Card-ზე საკუთარი თანხების განთავსებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვს ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით ან Express განვადებით ისარგებლოს.

Express Card-ზე საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების შემთხვევაში, 55 დღეში თანხის უკან დაბრუნებისას მომხმარებელი პროცენტს არ გადაიხდის. Express Card-ზე დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

Express Card-ზე განვადების დამტკიცებისას მომხმარებელი, ბაზარზე არსებული ყველა ტიპის განვადებაზე უფრო სწრაფად, შეძლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას. Express განვადებით სარგებლობა მარტივია. მომხმარებელს პირდაპირ Express Card-ზე დაუმტკიცდება Express განვადება. ამის შემდეგ, მომხმარებელი მივა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც შესაძლებელი იქნება Express განვადებით სარგებლობა და სასურველი ნივთის არჩევის შემდეგ, ანგარიშსწორებას მარტივად, საკუთარი Express Card-ით მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ Express Card-ით ყოველი გადახდისას, მომხმარებელი აგროვებს Express ბონუს ქულებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია უფასო მგზავრობაზე, მობილურის ბალანსზე, კომუნალურ და სხვა მომსახურებაზე. 31 ივლისის ჩათვლით ის, ვინც აიღებს განახლებულ Express Card-ს უფასოდ, გადაეცემა 1000 Express ბონუს ქულა საჩუქრად. Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად შესთავაზებს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღებია, ადვილი გამოსაყნებელი და ხელმისაწვდომი. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 100-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.expressbank.ge

კომენტარი