დამატებითი სარგებელი Express ანაბარზე, სექტემბრის თვის შეთავაზება Express Bank-ისგან

თბილისი, 1 სექტემბერი, 2015 – Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, ყველას ვინც 30 სექტემბრის ჩათვლით გახსნის Express ანაბარს ლარში, დამატებით საჩუქრად 1% სარგებელს სთავაზობს.

Express ანაბრის გახსნა მარტივია - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Express Bank-ში მინიმუმ 10 ლარით გახსნას Express ანაბარი და ნებისმიერ დროს ნებისმიერი მოცულობის თანხა დაამატოს დანაზოგს. თანხის დამატება შესაძლებელია როგორცExpress Bank-ის სერვისცენტრების საშუალებით, ასევე ინტერნეტბანკით, Express Bank-ის გადახდის აპარატებით, მუდმივი საგადასახადოდავალებით და ელექტრონული ყულაბით.

Express ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის, ევროს და გირვანქა სტერლინგის ვალუტაში. Express ანაბრის ვადაა 6/12 თვე, ანაბრის გატანისას მომხმარებელი არ იხდის თანხის გატანის საკომისიოს.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღებია, ადვილი გამოსაყნებელი და ხელმისაწვდომი. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 100-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.expressbank.ge

კომენტარი