სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილე

2015 წლის 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფანჯიკიძის N 22-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქ.) გაიმართება საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტ „მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოწვეულ 300 სტუმარს შორის არიან კომპლექსის მომავალი მობინადრეები, დიპლომატიური და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები (თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში) - ქალაქ თბილისის მერი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, საბურთალოს გამგებელი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე ღონისძიებას დაესწრებიან კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები.

ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: კომპანიის გენერალური დირექტორი ბატონი მურათ ავჯი, ქალაქ თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ლევენთ გურმუქჩუ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ქეთევან ბოჭორიშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბატონი ბექა მიქაუტაძე, “ჰაიდელბერგცემენტის” გენერალური დირექტორი კავკასიის რეგიონში - ბატონი მაიქლ ჰამპელი.

ოფიციალური ნაწილი დასრულდება შოურუმების დათვალიერებით. საღამო გაგრძელდება არაოფიციალური ნაწილით, სადაც სტუმრებს ელით ცოცხალი მუსიკა, ქართულ-ევროპული ფურშეტი, საზეიმო ტორტის გაჭრა და პრიზების გათამაშება. ღონისძიებაზე მობინადრეებს საშუალება მიეცემათ გაიცნონ ერთმანეთი.

კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. მან ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება 2013 წლიდან დაიწყო და განახორციელა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა ავეჯის ქარხანა „ბელისა“, საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“, საერთაშორისო 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town”. კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დააბანდა 70 მილიონ დოლარამდე და კვლავაც აგრძელებს ინვესტირებას ქართულ ბაზარზე. შემდეგი პროექტისთვის „მაქრო ქონსთრაქშენმა“ შეისყიდა 7 ჰექტარი მიწა და იგეგმება ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა 100 მლნ დოლარის ინვესტიციით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ათეულში შევიდა „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული 2 მნიშვნელოვანი პროექტი: საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ და სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100