სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა იცვლება

,,ქრისტიან-დემოკრატები” დასუფთავების გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ. მოძრაობის წევრ, თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, 25 ივნისისთვის დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე ხელისუფლება დასუფთავების გადასახადის ,,შეფარვით გაზრდას აპირებს“. მისი განმარტებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, მოხმარებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას, დასუფთავების მოსაკრელის 0,05 ლარი დაერიცხება.

,,დასუფთავების გადასახადი მიბმული იქნება ელექტროენერგიის გადასახადზე და გამოიანგარიშება მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით. ამ სქემის მიხედვით, თითოეულ ოჯახს დასუფთავებისთვის გაცილებით დიდი გადასახადის გადახდა მოუწევს“– განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ,,პრესა.ჯი“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, პროექტი პირველი მოსმენით კომისიის სხდომაზე განხილულია და ბევრი დადებითი მხარე აქვს.

,,აღნიშნული სისტემის შემოღების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გაუიაფდება გადასახადი და დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა უფრო ეფექტური გახდება, ასევე გაუქმდება დასუფთავების მოსაკრებლის სულადობრივი გადასახადი. ,“– განაცხადა ,,პრესა.ჯი“–სთან ხაჩირიშვილმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, რომ ზეპირი განცხადებების ნაცვლად, თავად წარმოადგინონ კომუნალური გადასახადის გადახდის უფრო ეფექტური სისტემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100