პაშა ბანკი “Time Lord“ მასტერკლასის სპონსორია

31 ოქტომბერს თბილისში სასტუმრო Hotels and Preference-ში Time Lord-ის სახელით ცნობილი მწერალმა და ბიზნეს კონსულტანტმა - დევიდ ალენმა ერთდღიანი მასტერკლასი გამართა. აღნიშნული ღონისძიების სპონსორი იყო პაშა ბანკი, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და კორპორატიულ საბანკო მომსახურებას უწევს მსხვილ და საშუალო საწარმოებს. ბანკმა ამ პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაუჭირა მხარი.

დევიდ ალენი უმეტესწილად თავისი ბესთსელერით „Getting Things Done“ არის ცნობილი, რომელიც ორ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. დევიდ ალენი ფლობს დროის მართვის საკუთარ მეთოდოლოგიას - GTD, რომელიც მან ახლა უკვე ქართულ აუდიტორიასაც გააცნო. მასტერკლასს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ და დროის მართვის თანამედროვე პრინციპებს გაეცნენ.

“საკონსულტაციო კომპანია “პროსპექტი”-ს ერთ-ერთი მიზანი, საქართველოში აღიარებული და წარმატებული სპიკერების მოწვევაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დევიდ ალენის საქართველოში ვიზიტი და მასტერკლასი, რაზეც საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდით. ღონისძიებას დაანონსებიდანვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მასზე დასწრების ინტერესიც საკმაოდ მაღალი იყო. ვფიქრობთ, რომ დევიდ ალენის მასტერკლასმა თითოეულ დამსწრეს გააცნო ახალი ტექნიკები, თუ როგორ მართონ სამუშაო პროცესები სტრესის გარეშე და როგორ იყვნენ უფრო პროდუქტიულები. ვფიქრობთ, რომ მასტერკლასმა დამსწრეთა მოლოდინი ნამდვილად გაამართლა,” - განაცხადა მასტერკლასის ორგანიზატორმა, გუგა კობახიძემ.

„ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის ხარისხიანი ზრდა დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ განვითარებაზე, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართული თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. აღნიშნული მასტერკლასი სასარგებლოა ნებისმიერი დამწყები თუ გამოცდილი პროფესიონალისთვის და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მხარი დავუჭიროთ ამ ღონისძიებას.“- აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

პაშა ბანკი დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს მხარს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზანმიმართულია ქვეყანაში პროფესიული და ორგანიზაციული განვითარებისკენ და ასეთ ღონისძიებებს შორისაა:

- „ბიზნეს კაფე“ - პაშა ბანკისა და კომპანია „ინსორსის“ ერთობლივი პროექტი

- მარკეტინგული ღონისძიება - Spotlight 2015

- სემინარი “A New Management Paradigm for a New Age of Managers “ და “4D Branding”.

კომენტარი