საქართველოს რკინიგზამ თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გაცნობებთ, რომ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი დამატებითი ელექტრომატარებელი, რომელიც ყოველდღიურად 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოძრავებს.თბილისიდან მატარებელი 10:25 სთ გავა და სენაკში 14:34 სთ ჩავა. სენაკიდან გამოვა 19:35 სთ და თბილისში იქნება 23:45 სთ.

საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

კომენტარი