საქართველოს ბანკში სესხების პორტირების ზამთრის სეზონი დაიწყო

თბილისი, 25იანვარი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სამომხმარებლო, იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროტირების ზამთრის სეზონის დაწყების შესახებ. ის, ვინც დაპორტირდება საქართველოს ბანკში საკუთარი სესხით, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.

მას, ვისაც სურს არსებული სესხი ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფაროს, გააერთიანოს სამომხმარებლო სესხი, განვადება და საკრედიტო ბარათი, ან აიღოს მეტი თანხა - ხელფასის 14-მაგ ოდენობამდე, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს საქართველოს ბანკში და ისარგებლოს სამომხარებლო სესხით მხოლოდ პირადობის მოწმობით და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.სამომხარებლო სესხის მაქსიმალური თანხა 50,000 ლარია (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო). სესხის ვადა 10 წლამდე, ხოლო მსესხებლის შემოსავალი 200 ლარიდან.

მას, ვისაც სურს არსებული იპოთეკური სესხის ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფარვა და უკეთესი, მასზე მორგებული პირობის მიღება, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს საქართველოს ბანკში და ისარგებლოს იპოთეკური სესხითზედმეტისაბუთებისადაპროცედურებისგარეშე. ამასთან, ბანკიმომხმარებელს სპეციალურ პირობას სთავაზობს იპოთეკურ სესხზე, პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან ბინის შეძენისას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მშენებარე, ასევე დასრულებულ კორპუსში ბინა, თუ კი მშენებარე კორპუსი არ აშენდება, ბანკი სესხის თანხას მას უკან დაუბრუნებს.იპოთეკური სესხის თანხაა3,000-დან დოლარიდან/ევროდან (ეკვ.ლარში), სესხის ვადა 15 წლამდე, პირველადი შენატანი არ მოითხოვება, სესხის უზრუნველყოფა უძრავიქონება.

მას, ვისაცუკვე აქვს ბიზნესსესხიდა სურს ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფაროს, მის შემოსავლებზე მორგებული სესხის პირობებით, შესაძლებლობა აქვს მცირე დროში დაპორტირდეს საქართველოს ბანკში და ისარგებლოს ბიზნესსესხით. სესხის თანხა: 200აშშ დოლარიდან/ევროდან, სესხის ვადა: 10 წლამდე. ბიზნეს სესხის მიზნობრიობაა: საბრუნავი ან ძირითადი საშუალებების დაფინანსება, უძრავი ქონების შეძენა, სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფარვა, სხვა ვალდებულებების გასტუმრება, პირადი სამომხმარებლო მიზნების მოგვარება ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნების კომბინაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.portireba.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.7%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.9%) მიხედვით (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 260 სერვისცენტრის, 703 ბანკომატისა და 2,354 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი