სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკულმა კომპანიებმა საკუთარი აქციების გამოსყიდვის რეკორდი დაამყარეს

RBCdaily

კრიზისის წინა პერიოდთან შედარებით, ამერიკული კომპანიები სულ უფრო აქტიურად ახორციელებენ ბაზრებიდან საკუთარი აქციების გამოსყიდვას. ამას ხელი შეუწყო ბალანსზე დაგროვილმა ფულადმა ნაშთებმა, იაფმა სესხებმა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების დეფიციტმა.

გასულ წელს, აშშ-ს კომპანიებმა ბაზრიდან 179 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გამოისყიდეს. წელს კი, მათ მიერ გამოსყიდული აქციების საერთო ღირებულებამ 274 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიებმა აქციების დაბრუნება ასეთ ტემპში თუ განაგრძეს, მომავალი წელი ყველაზე უხვშემოსავლიანი გახდება. აქციონერებს ყველაზე მეტ სახსრებს, 16 მილიარდ დოლარს Walt Disney დაუბრუნებს. JP Morgan–ი 15 მილიარდი დოლარის აქციებს გამოისყიდის. Intel–ი და ConocoPhillips–ი კი, 12 მილიარდი დოლარის აქციებს შეიძენენ.

აქციების ხელახალი შეძენა კომპანიების მიერ კლიენტების წახალისებისა და მათთვის სახსრების დაბრუნების ლოიალური ხერხია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100