სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკი - ოქროს ბრენდი 2015-ის სპეციალური პარტნიორი

2016 წლის 22 აპრილს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური, მეთერთმეტე ცერემონია „Golden Brand 2015“.

ღონისძიების სპეციალური პარტნიორი იყო პაშა ბანკი.

ოქროს ბრენდის დაჯილდოება 2006 წლიდან ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული.

ღონისძიებას ტრადიციულად დაესწრნენ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსიდან.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ზრდას.

ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს:

  • ელიტ ელექტრონიქსი
  • იფქლი
  • ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩერი“
  • ლაბორატორია “ჩემი სახლი”
  • ასპრია
  • გაზგასამართი სადგურების ქსელი „ფორმულა გაზი“

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე მეორედ პარტნიორობა გავუწიოთ ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას აძლევს ნომინანტ და გამარჯვებულ კომპანიებს მეტი წინსვლისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის,“- აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100