სიახლე თიბისი ბანკისგან - მოკლე ტექსტური შეტყობინებები ქართული შრიფტით

თიბისი ბანკი მომხმარებლებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უკვე ქართული შრიფტით უგზავნის. სიახლე პროექტ #წერექართულად ინიციატივის ფარგლებში დაინერგა და ის თიბისი ბანკის ყველა მომხმარებელზე გავრცელდება.

თიბისი ბანკის ის მომხმარებლები, რომელთა მობილურ ტელეფონებს ქართული შრიფტის მხარდაჭერა აქვს, ყველა ტიპის საბანკო შეტყობინებას ქართული შრიფტით მიიღებენ. ზემოაღნიშნული ტიპის ტელეფონების მფლობელები ახალ სერვისზე ავტომატურად გადაერთვებიან.

მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში მერჩანტების სახელწოდებები, ანგარიშების ტიპები და სხვა მსგავსი სახის ინფორმაცია კვლავ ლათინური შრიფტით გაიგზავნება.

იმ მომხმარებლებმა, რომელთა ტელეფონებს ქართული შრიფტის მხარდაჭერა აქვს, თუმცა შეტყობინებებს ლათინური შრიფტით იღებენ, ქართული შრიფტით შეტყობინების მისაღებად სიტყვა GEO უნდა გააგზავნონ ნომერზე - 2727.

იმ შემთვევაში თუ მომხმარებელს ისევ ლათინურ შრიფტზე დაბრუნება სურს, მან ნომერზე - 2727 უნდა გააგზავნოს სიტყვა Lat და თიბისი ბანკისგან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ავტომატურად გადაერთვება მისთვის სასურველ შრიფტზე.

კომენტარი