ლუდი და ფეხბურთი განუყრელია!

დღე მე-6 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ჩემპიონატის მეექვსე დღეს სამი თამაში იყო. ერთმანეთს რუსეთის და სლოვაკეთის ნაკრებებები დაუპირპირდბენ, სადაც სლოვაკეთმა 2:1 დაამარცხა რუსეთი. მეორე თამაშში საფრანგეთმა 2:0-ით დაამარცხა ალბანეთის ნაკრები, ხოლო რუმინეთის და შვეიცარიის ნაკრებების თამაში ფრედ 1:1 დამთავრდა. გუშინდელი დღე განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ გოჩა თანდარაშვილმა ნატახტართან ერთად შემოგვთავაზა ვიქტორინა. კითხვაზე, თუ რომელ წუთზე გავა გოლი, პირველი სწორი პასუხის ავტორს ერთი ყუთი ლუდი გადაეცა საჩუქრად!

ნატახტარის ფეისბუქ გვერდზე იყო ასეთი სახალისო კომენტარებიც : „შენ გაშვებას, ნაკრები გაეშვათ მანდ, უყურებდნენ მაინც თამაშს“.

ჩემპიონატის მეექვსე დღეს გოჩა თანდარაშვილმა გააამხილა, თუ ვის გულშემატკივრობდა კონკრეტულ თამაშზე.“ რათქმა უნდა სლოვაკეთს, რადგან ამისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს: პირველი, რადგან საქართველოს ნაკრების მწვრთნელის შვილი თამაშობს სლოვაკეთის ნაკრებში, ხოლო ყველაზე მთავარი მიზეზი მგონი გასაგებია, რადგან მოწინააღმდეგე რუსეთია“.

წინასწარმეტყველი ჩურჩხელა, რომელმაც ბოლო დღეების შედეგები ვერ გაამართლა და ამიტომ მას ცრუ წინასწარმეტყველი შეერქვა, გუშინდელი შეხვედრა და საფრანგეთის გამარჯვება სწორად გამოიცნო და კვლავ დაიბრუნა თავისი ძალა!

გოჩას გაკვირვება ჩართვის დროს ჩემპიონატის ფანზონაში არსებულმა წესრიგმაც გამოიწვია. „ქართული რეალობისგან გასხვავებით, საოცარია მაგრამ ყველას რაღაც უჭირავს ხელში,ლუდი, საჭმელი თუ სხვა, მაგრამ ამ ყველაფერს ძირს არავინ ყრის“

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტიფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცით, თუ რახდება ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფანზონაში, დაუყოვნებლივ უნდა შეხვიდეთ ნატახტარის ფეისბუქ გვერძე, მოიწონოთ ეს გვერდი და თვალი ადევნოთ გოჩა თანდარაშვილის ყოველდღიურ ჩართვებს ფანზონიდან.

ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1327731887244228/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1327751233908960/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1327902257227191/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1327933263890757/

კომენტარი