სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტურიზმის სფეროში პირველი ბრენდი კახეთი იქნება

კახეთი პირველი რეგიონია, რომლის ბრენდად ჩამოყალიბებაზე ტურიზმის დეპარტამენტი იწყებს ზრუნვას. კახეთის ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, ტურიზმის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო. უახლოეს მომავალში, კახეთის რეგიონის შესახებ სარკლამო კლიპები შეიქმნება, რომლის მთავარი მიზანიც რეგიონში ტურიზმის განვითარება იქნება.

ამჟამინდელი მონაცემებით, კახეთში აჭარის რეგიონის შემდეგ, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მაღალია.

მაია სიდამონიძის უწყებაში განმარტავენ, რომ კახეთის რეგიონში სხვადასხვა ქალაქებისა და ტურისტული ადგილების განახლება და კიდევ უფრო გალამაზება მოხდება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციტივა იყო, კახეთი ტურიზმის სფეროში ბრენდი გამხდარიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100