TFR-მა საქართველოს ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში „ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით“

თბილისი, 9 აგვისტო, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა TFR-ის ჯილდოს, „2016 წლის საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს TFR–ის ყოველწლიური დაჯილდოვების „2016 Excellence Awards“-ის ფარგლებში გადაეცა.

„აღნიშნული ჯილდო, დასტურია, რომ საქართველოს ბანკი წამყვანი ბანკია, როგორც საბაზრო ასევე ვაჭრობის ხელშეწყობისა და ფინანსირების კუთხით. ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ საქართველოში ბიზნესის განვითარების მიზნით, მის ხელშეწყობასა და დაფინანსებაზე. მუდმივად ვმუშაობთ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს აქტიურად ისარგებლონ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით. საქართველოს ბანკში არსებული ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები, კვალიფიციური გუნდი, მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ჩვენს მომხმარებელებს საშუალებას აძლევს მოლაპარაკებები აწარმოონ უცხოელ პარტნიორებთან“ განაცხადა საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ქავთარაძემ.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.3%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.2%) მიხედვით (2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 266 სერვისცენტრის, 753 ბანკომატისა და 2,627 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი