აზიისა და აფრიკის ქვეყნებს შიმშილი ემუქრებათ

გაეროს ცნობით, 2010 წელს მსოფლიოში სამომხმარებლო კალათის საშუალო ღირებულება 25 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე რთული სიტუაცია, ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში, იემენში, ინდონეზიასა და აფრიკის რიგ ქვეყნებშია. აღნიშნულ ქვეყნებს სერიოზული სოციალური კატაკლიზმები ემუქრებათ.

ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში, სხვადასხვა საკვები პროდუქტის ღირებულებამ 25–50 პროცენტით მოიმატა. ასობით მილიონ ადამიანს საკუთარი ოჯახის გამოკვება არ შეუძლია. არც აფრიკაშია უკეთესი სიტუაცია. ასეთ ვითარებას კი აფრიკის ისედაც არეული ქვეყნები, რევოლუციამდე მიჰყავს.

ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი, საკუთარი შემოსავლის 80 პროცენტს საკვებზე ხარჯავს. აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად გერმანიასა და ნიდერლანდებს რომ შევადაროთ, შედეგი მხოლოდ 7–8 პროცენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინფლაციის, მოუსავლიანობის, გვალვისა და ბანალური სპეკულაციების გამო, საკვებმა პროდუქტებმა საგანგაშოდ მატება დაიწყეს, ჩინეთიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკის ჩათვლით.

მხოლოდ ინდოეთში, სადაც 1,2 მილიონი ადამიანიდან, 500 ათასი ადამიანი დღიურ, 2 დოლარიან შემოსავალზე ცხოვრობს, მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება 20 პროცენტით გაიზარდა. მათთვის აღნიშნული მატება ნამდვილ კატასტროფად იქცა.

ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს საშუალება, შეიძინონ რძის პროდუქტები, კვერცხი და ხორცი, სწორედ ამიტომ ისინი დიდი ხანია ბრინჯითა და მსგავსი პროდუქტებით იკვებებიან.

ინდოეთში სიტუაციას, „ხახვის“ კრიზისი ამძაფრებს. ხახვი – ეს პროდუქტი ადგილობრივი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის ერთადერთი იმედია. ეს არის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც ისინი გულუხვად მოიხმარენ. მიმდინარე წელს, ხახვის ფასი საერთაშორისო ბაზარზე, 2,5–3,5 –ჯერ გაიზარდა. ასეთმა მაჩვენებელმა ინდოეთის ხელისუფლებაც შეაშფოთა. ინდოეთში ყველას კარგად ახსოვს, 1998 წლის „ხახვის“ ანალოგიური კრიზისი.

მეზობელ პაკისტანში კი ძალიან გაიზარდა ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა, ფქვილი, ხილი, მცენარეული ზეთი და ლობიო, ხორცსა და რძის პროდუქტებზე ლაპარაკიც ზედმეტია. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე ალაპარაკდა, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი კრიზისის შესაძლებლობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პაკისტანში უკვე დაფიქსირდა შიმშილით გამოწვეული ასობით ადამიანის სიკვდილი. აღნიშნულმა მდგომარეობამ, პაკისტანის პოლიცია არა მარტო ფულადი, არამედ საკვები პროდუქტების სახით, ქრთამის აღებაზეც კი მიდის. პაკისტანელი პოლიციელის საშუალო თვიური ხელფასი, 70 ევროს შეადგენს, ეს თანხა კი ოჯახის გამოსაკვებად არასაკმარისია.

გასული წლის პაკისტანის წყალდიდობამ. ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მეოთხედი დატბორა, რამაც ადგილობრივი ხელისუფლების ყოველგვარი იმედი, კარგი მოსავლის აღებასთან დაკავშირებით, გააქარწყლა. აღნიშნულ რეგიონში, საკვები პროდუქტების ღირებულება უკვე 2-3–ჯერ გაიზარდა.

ვიეტნამში, ბრინჯის ღირებულება, უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე ორჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაეროს ექსპერტები, 2011 წელს ქაოსისა და შიმშილის წელს უწოდებენ, ეს კი განსაკუთრებით საგრძნობი აზიის ბევრ ქვეყანაში იქნება, რომ არაფერი ვთქვათ აფრიკის ქვეყნებზე. რაც უფრო დიდხანს იქნება პრობლემა ფასების მატებასთან დაკავშირებით, მით უფრო დიდი იქნება სოციალური აფეთქების რისკფაქტორი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ გაერო ამისათვის მზადაა. გაეროს ცნობით, 2020 წლისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკვები პროდუქტების ფასი 20–40 პროცენტით გაიზრდება, მიმდინარე წელთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ აფრიკელებმა და აზიელებმა ან შედარებით ნაკლები უნდა ჭამონ, ფაქტიურად უარი უნდა თქვან საკვებზე, ან უფრო მეტი თანხა უნდა გამოიმუშაონ. ერთიც და მეორეც არარეალურია და ამ შემთხვევაში, პრობლემა გადაუჭრელია.

2011 წელს მსოფლიოს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. პირველი რეზულტატი, ტუნისის მაგალითზე ჩანს, სადაც საკვები პროდუქტების ფასმა 20-30 პროცენტით მოიმატა და სადაც უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი, 40-50 პროცენტია. ასეთმა ვითარებამ ქვეყანა არეულობამდე და რევოლუციამდე მიიყვანა.

კომენტარი