კომპანია “RMG” საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონს“ დააფინანსებს

ბოლნისში, კომპანია "RMG-სა და საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონს" შორის სპონსორობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონის" დირექტორი, ლადო ბურდული მემორანდუმის გაფორმებას მნიშნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული, კლუბის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი "ბოლნისის სიონსა" და კომპანია "RMG"-ს შორის. ხელშეკრულების ვადა არის ერთი წელი. კომპანია ყოველწლიურად, ფულადი ანაზღაურებით დაეხმარება კლუბს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია "RMG"- ს. საფეხბურთო კლუბისთვის ეს არის სასიცოცხლო, რომ უფრო მეტი გააკეთოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არამარტო ერთი წლის, მრავალი წლის ურთიერთობა გვექნება. შევეცდებით, რომ მათი ნდობა გავამართლოთ", - განაცხადა ბურდულმა.

"RMG"-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე კი, იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, საფეხბურთო კლუბის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს, კომპანია "RMG”-ის და საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რითიც კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსოს საფეხბურთო კლუბი. მოხარულები ვართ ამ ყველაფერით და იმედია, ხელს შევუწყობთ ფეხბურთის კიდევ მეტად განვითარებას და ჩვენს წვლილს შევიტანთ მასში", - განაცხადა დავით ბალანჩივაძემ.

კომენტარი